ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - სასამართლოს დღეს ჩვენებას მისცემს გამომძიებელი, რომლის პატაკშიც ფარცხალაძის გვარი პირველად გაჩნდა
ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმე - სასამართლოს დღეს ჩვენება საქმის ერთ-ერთმა ოქროს მოწმემ, კრიმინალური პოლიციის გამომძიებელმა უნდა მისცეს. რომიკო გოგიაშვილი არის პირი, რომლის ოპერატიულ პატაკშიც ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და ძმებ - დავით და გიორგი მიქაძეების გვარი პირველად გაჟღერდა.
როგორც პატაკში გოგიაშვილი წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ მოკლულ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძესთან - მიზეზად ბიზნესდავა დაასახელა.
დეტექტივ-გამომძებელმა სასამართლოს ჩვენება წინა წლის სექტემბერშიც მისცა. გოგოიაშვილმა სხდომაზე მაშინ თქვა - "საბოლოოდ მკვლელობის ინიციატორად სახელდება "კანონიერი ქურდის" ასლან უსოიანის, დედ ჰასანის შვილიშვილი ირაკლი უსოიანი, რომელმაც 5 მილიონად ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ლევან ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა".
ის რომ რომიკო გოგოიაშვილი "კანონიერი ქურდის" ძმის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, ეს დღეს დაადასტურა ასევე პროკურატურამაც.
ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ გოგიაშვილის მიერ პატაკში დაწერილი ინფორმაცია უკვე მტკიცებულებებითაც დადასტურდა.
რა თქმა უნდა (ინფორმაცია) სანდო არის. მიღებული ინფორმაცია რომ დადასტურდა და ერთი-ერთში ემთხვევა, დადასტურებულია, როგორც ამ ოპერატიული ინფორმაციით და სხვა მტკიცებულებებით, არამედ საქმეზე გამოთხოვილი არაერთი მტკიცებულებით, ვიდეო-მასალელით, ექსპერტის დასკვნებით და ა.შ.
შესაბამისად, კიდევ ერთელ განვმეორდები, რომ ყველა მოწმის ჩვენება უნდა შეფასდეს ერთობლიობაში სანდოობის, დამაჯერებლობის კუთხით და ეს ოპერატიურლი ინფორმაციაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.
დიახ (რომიკო გოგოიაშვილი) არის ერთ-ერთი შეგვიძლია (ოქროს მოწმე)", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
- ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.