სასამართლოში ანასტასია ზინოვკინას დედის პროცესი იმართება - სვეტლანა ზინოვკინა პროცესს არ ესწრება
საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედის სასამართლო პროცესი იმართება. მას გასული წლის 6 მარტს გზის გადაკეტვას ედავებიან.
ქალი სასამართლო სხდომას ვერ ესწრება, რადგან ის საქართველოში არ იმყოფება. ცნობილია, რომ ზინოვკინას დედა ქვეყანაში მაშინაც არ შემოუშვეს, როდესაც შვილის სანახავად ჩამოვიდა.
სვეტლანა ზინოვკინას ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში არაერთი წინააღმდეგობაა და ბრალდება იმ თარიღსაც კი ეხება, როცა ზინოვკინა საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა.
30 ივლისს სვეტლანა ზინოვკინა როდესაც ჩამოფრინდა საქართველოში ანასტასია ზინოვკინასთან პაემნისთვის, ის არ შემოუშვეს ზუსტად ამ ჯარიმის გამო. მას უთხრეს, რომ მას აქვს ჯარიმა, თუმცა არც ჯარიმის ოქმი გადაუციათ მისთვის და არც გასაჩვრების წესი განუმარტეს.
მას ედავებიან 10 მარტს გზის გადაკეტვას. 10 მარტს სვეტლანა ზინოვკინა ფიზიკურად არ იმყოფებოდა საქართველოში. თითქმის 1 წლის გასვლის შემდეგ, გუშინწინ, 4 მარტს მე ჩამბარდა შსს-ს მიერ წარმოდგენილი საქმის მასალები ამ საქმეზე და ამ საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სვეტლანა ზინოვკინას ედავებიან გზის გადაკეტვას 2025 წლის 6 მარტს, - ამბობს ადვოკატი.