“პუბლიკის“ ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულებს 3000 - 3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

06.03.26 16:37
“პუბლიკის“ ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულებს 3000 - 3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან 9 სექტემბერს “პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

საქმე მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა განიხილა.

ბრალდებულები, საბა მინდიაშვილი და ლევან ზარდიაშვილი პროცესზე ადვოკატების გარეშე გამოცხადდნენ.

ბრალი მინდიაშვილს და ზარდიაშვილს გუშინ, 5 მარტს წარუდგინეს.

ინციდენტი 8 სექტემბერს მოხდა. „პუბლიკის“ ჟურნალისტ ქეთო მიქაძეზე იძალადა და ტელეფონი წაართვა ლევან ზარდიაშვილმა. იმავე დღეს მოხდა ალექსანდრე ქეშელაშვილთან დაკავშირებული ეპიზოდი.

ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.

მსგავსი სიახლეები