"ნეტგაზეთის" ჟურნალისტს, მარიამ ძიძარიას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, შსს "გზის გადაკეტვას" ედავება
"ნეტგაზეთის" ჟურნალისტს, მარიამ ძიძარიას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, შსს "გზის გადაკეტვას" ედავება.
კერძოდ, საუბარია 31 იანვარს გამართულ "შაბათის მარშზე", რა დროსაც მარიამ ძიძარია პარლამენტთან მიმდინარე აქციას აშუქებდა.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია შსს-ს პატრულ-ინსპექტორის, ნიკოლოზ ლოსაბერიძის მიერ.
მარიამს 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.
აქციის გაშუქებისას მარიამს ეკეთა ჟურნალისტის დამადასტურებელი ე.წ. ბეიჯი ანუ საიდენტიფიკაციო ნიშანი, ასევე სამხრე ნიშანი (PRESS) და თან ჰქონდა კამერა," - წერს "ნეტგაზეთი".