რა გახდა 23 წლის ქალის სიკვდილის მიზეზი - ოჯახი ექიმების დასჯას ითხოვს
უროლოგიის ეროვნულ ცენტრში, გარდაცვლილი პაციენტის ოჯახმა მინები ჩაამსხვრია. სამედიცინო ცენტრი, დღეს, პოლიციის ალყაში იყო მოქცეული. დაპირისპირება კლინიკაში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ჭირისუფალი მკურნალ ექიმთან შეხვედრაზე მივიდა. ბახარ ალაზოვას ნათესავები ამტკიცებენ, რომ 23 წლის ქალი სიცოცხლე ექიმის შეცდომას შეეწირა.
23 წლის ბარახ ალაზოვს რამდენიმე დღის წინ უროლოგიის ეროვნულ ცენტრში შარდკენჭოვანი დაავადების ენდოსკოპიური ოპერაცია ჩაუტარდა. ოჯახის წევრების თქმით, წინასაოპერაციო კვლევებში საეჭვო არაფერი გამოვლენილა და ოპერაცია გეგმიურად დაინიშნა, თუმცა ოპერაციიდან რამდენიმე დღეში ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა.
კლინიკა მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იხსნის. სამედიცინო დაწესებულება იკვლევს, რა გახდა 23 წლის ქალის სიკვდილის მიზეზი. მედიკოსის თქმით, ფატალური შედეგის შემდეგ ბახარ ალაზოვას ცხედარს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდა, დასკვნიდან ყველაფერი გაირკვევა.