ჯარის ძარცვის საქმეში აზარტული თამაშების კვალი გამოჩნდა

06.03.26 20:40
ჯარის ძარცვის საქმეში აზარტული თამაშების კვალი გამოჩნდა

თბილისი საქალაქო სასამართლოში, ჯარის ძარცვის საქმეზე გამოკითხულმა რევიზიის ექსპერტმა, ივანე ბედიანაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის უახლოესი გარემოცვის წევრების მხრიდან აზარტულ თამაშებზე დიდი თანხა იხარჯებოდა. 

როგორც სასამართლოდან "TV პირველის" ჟურნალისტი იუწყება, პროცესზე მოწმემ განმარტა, რომ აზარტულ თამაშებზე დახარჯული თანხა დაახლოებით მილიონ ლარამდე იყო. 

იხილეთ ასევე:

ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

  • ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქ