დედოფლისწყაროში 66 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს

06.03.26 23:58
დედოფლისწყაროში 66 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს

დედოფლისწყაროში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის აივანზე, 66 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. 

ადგილობრივების ცნობით, ცხედარი მეზობელი ქალის სახლში ნახეს, რომელსაც გარდაცვლილი ხშირად სტუმრობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის კონფლიქტი მოხდა, სავარაუდოდ, იმ დროს, როცა ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

გარდაცვლილი მათთან მისულმა სხვა პირმა ამოიცნო. ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.