თბილისის აეროპორტში დააკავეს თურქეთის მოქალაქე, რომლის ჩანთაში ფსიქოტროპული ნივთიერებები აღმოაჩინეს
შსს-მ თბილისის აეროპორტში დააკავეს თურქეთის მოქალაქე, რომლის ჩანთაში ფსიქოტროპული ნივთიერებები აღმოაჩინეს
დაკავებულია 2002 წელს დაბადებული ო.ბ. რომლის სამგზავრო ჩანთის შემოწმებისას სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი - 809 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.