აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის წინააღმდეგ ტერაქტი იგეგმებოდა
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე თავდასხმა და დივერსია იგეგმებოდა - ამის შესახებ აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახური იტყობინება.
ირკკვევა, რომ აზერბაიჯანულის სუს-ის თანამშრომლებმა მხოლოდ ბაქოში აღმოაჩინეს 7კილოგრამზე მეტი C4-ის შემცველობით ნივთიერება - იპოვეს ერთ კილოგრამზე მძიმე მოწყობილობაც, რომელსაც 250-დან 300 მეტრამდე აფეთქების რადიუსი ჰქონდა.
ოფიციალური ბაქოს განცხადებით, ტერორისტულ თავდასხმებს ირანის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლები გეგმავდნენ. სავარაუდო შემსრულებელს კი ამის სანაცვლოდ 50 000 აშშ დოლარს ჰპირდებოდნენ. როგორც ირკვევა აფეთქებები ნავთობსადენის გარდა იგეგმებოდა აზერბაიჯანში ისრაელის საელჩოზე, სინაგოგაასა და ასევე ებრაული თემის ერთ-ერთ ლიდერზეც.
ბაქოს ცნობით, ირანის ოთხი მოქალაქე, რომლებიც გამოძიების თანახმად მონაწილეობდნენ სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებასა და ტერორისტული დივერსიების ორგანიზებაში, საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდნენ.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მიმდინარეობს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები იმ პირების გამოსავლენად, რომლებიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ქვეყანაში ტერაქტებსა და მკვლელობებს გეგმავდნენ.