მედია: სოფელ სვენეთში იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს

07.03.26 13:28
მედია: სოფელ სვენეთში იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს - ამის შესახებ ინფორმაციას "ქართლის ამბები" აქვეყნებს. 

გამოცემის თქმით, როგორც ძაღლის მეპატრონე ამბობს, სროლის ხმა თავადაც გაიგო.

მისივე მტკიცებით, მომხდარის შემდეგ ძაღლი მდინარეში გადააგდეს.