მერიიდან გათავისუფლებული შშმ პირი სამსახურში დაბრუნებას და კომპენსაციას ითხოვს - სასამართლო დავა დასკვნით ეტაპზეა
მერიიდან გათავისუფლებული შშმ პირი, ნანიკო ბრეგვაძე სამსახურში დაბრუნებას და კომპენსაციას ითხოვს - უსინათლო ქალის მიერ კალაძის უწყების წინააღმდეგ დაწყებული დავა ფინალში გადის. 25 მარტს უკვე მხარეები საბოლოო სიტყვას იტყვიან და არ არის გამორიცხული, მოსამართლე, ეკატერინე ელიაძემ გადაწყვეტილება გამოაცხადოს.
ყოფილი საჯარო მოხელე "პირველებთან" საუბარში ამბობს, რომ სამსახურიდან უკანონოდ მხოლოდ იმის გამო გაუშვეს,, რომ ევროკავშირის მხარდამჭერ პეტიციას ხელი სხვა საჯარო მოხელეებთან ერთად მოაწერა.
"ვითხოვ შეწყდეს ჩემს მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნა და დაბლოკვა ყველა სამსახურებში" - ამბობს შშმ პირი.
მე ვარ პოლიტიკური ნიშნით დევნილი, დისკრიმინაციული მიმართულებით მხედველობითი შშმ პირი გახლავართ და სწორედ ამ მიმართულებით დაირღვა ჩემი უფლებები და ზოგადგად ხდებოდა ევროინტეგრაციის პეტიციაზე ხელმოწერის შემდეგ თბილისის მერიაში დევნა თანამშრომლების, ვინც ხელი მოვაწერეთ და იყო საშინელი მტრული გარემო, გვაცხადებდნენ მტრად და კი მვიიღე დღეს სასჯელი - ვარ დღეს ქუჩაში ქირით მცხოვრები შშმ პირი. ყველა საჯარო უწყებას მივმართე, არსაიდან რეაგირება არ არის და ფაქტიურად, ცხოვრების შესაძლებლობა მომისპეს ამ ადამიანებმა. მათი არგუმენტები არის მხოლოდ ასეთი ბანალური ფრაზები, რომ მთავრობა წყვეტს თურმე შტატების დამტკიცებას, რომ მთავრობა აკეთებს ამ ოპტიმიზაციას. რომელ ოპტიმიზაციაზე მესაუბრებიან, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის უნარიანი, მას აქვს განათლებაც, პროფესიონალიზმიც და ნაცვლად იმისა, რომ დღეს ხელს უწყობდნენ საქართველოში შშმ პირებს, მე დრეს შრომის უფლება წამართვეს.
მოვითხოვ, ბათილად იქნას ცნობილი ჩემი გათავსიუფლება, ასევე ვითხოვ მორალურ კომპენსაციას და განაცდურის ანაზღაურებას და ვითხოვ სრულფასოვან სამუშაო გარემოს, ასევე ვითხოვ, რომ შეწყდეს ჩემს მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნა და დაბლოკვა ყველა სამსახურებში", - აცხადებს ნანიკო ბრეგვაძე.