რუსთავში ქალთა ციხესთან აქცია იმართება - მოქალაქეები ქალ პატიმრებს სოლიდარობას უცხადებენ

08.03.26 14:01
რუსთავში ქალთა ციხესთან აქცია იმართება - მოქალაქეები ქალ პატიმრებს სოლიდარობას უცხადებენ

რუსთავში, პენიტენციურ დაწესებულებასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქცია ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას უკავშირდება და, შეკრებილების თქმით, მიზანი იმ ქალების მხარდაჭერაა, რომლებიც ამ დღეს პატიმრობაში ხვდებიან. საუბარია ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე, პოლიტიკოს ელენე ხოშტარიაზე, ასევე თამარ ლორთქიფანიძეზე, ნანა სანდერსა და ანასტასია ზინოვკინაზე.

მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ პენიტენციურ დაწესებულებასთან შეკრება სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვას ემსახურება.

ეს არის ეპოქის და ამ ხელისუფლების სამარცხვინო სახე. უდანაშუალო ადამიანები გამოკეტეს სიტყვის და ბრძოლის გამო. მე, როგორც მებრძლი ეროვნული მოძრაობიდან, ქალი, რომელიც არ არის დედა, ამ ქალბატონებს დღევანდელ დღეს მივულოცავ და ვუსურვებ გამძლეობას და მალე თავისუფლებას. ქალი ყოველთვის დაუმარცხებელია ეს უნდა გაიაზროს "ოცნების" ქალბატონებმა პარლამენტში რომ სხედან, - ამბობს აქციის მონაწილე. 

შეკრებილები ცდილობენ საკუთარი ხმა პატიმარ ქალებს მეგაფონის საშუალებით გააგონონ, თუმცა, როგორც აქიის მონაწილეები ამბობენ, პოლიცია მათ ხელის შეშლას ცდილობს.