ქალთა საერთაშორისო დღეს მზია ამაღლობელი, ელენე ხოშტარია, თამარ ლორთქიფანიძე, ნანა სანდერი და ანასტასია ზინოვიკინა პატიმრობაში შეხვდნენ. მათი მხარდამჭერები დღეს რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს.
აქციის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოხატეს პატიმრობაში მყოფი ქალების მიმართ და ხელისუფლებას მოუწოდეს, დაასრულოს რეპრესიები და გაათავისუფლოს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.