კონფლიქტის ესკალაციის ფონზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა და ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა. ზრდა უკავშირდება ირანსა და აშშ-ისრაელს შორის კონფლიქტის ესკალაციას, რაც ჰორმუზის სრუტით ნავთობის ტრანსპორტირების შეფერხების შიშს აჩენს. ამის შესახე BBC წერს.
Brent-ის მარკის ნავთობი თითქმის 24%-ით გაძვირდა და ბარელზე 114.74 დოლარი შეადგინა, ხოლო Light Sweet (WTI) ტიპის ნავთობის ფასი 26%-ზე მეტით გაიზარდა და 114.78 დოლარს მიაღწია.
ჰორმუზის სრუტით ჩვეულებრივ მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი გადის, თუმცა მიმდინარე სამხედრო დაძაბულობის ფონზე ტრანსპორტირება თითქმის შეჩერებულია. ექსპერტების შეფასებით, რეგიონიდან ენერგომომარაგების შეფერხებამ შესაძლოა მსოფლიოში საწვავისა და ენერგიის ფასების ზრდა გამოიწვიოს.