ტროტუარზე დგომის გამო საბა გელაშვილს და ზვიად მჟავანაძეს 4 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

09.03.26 10:37
ტროტუარზე დგომის გამო საბა გელაშვილს და ზვიად მჟავანაძეს 4 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

პროტესტის მონაწილე საბა გელაშვილს ტროტუარზე დგომის გამო მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ  4 დღით ადმინისტრაციული პტიმრობა შეუფარდა.

ტროტუარზე დგომის გამო, 4 დღით ადმინისტრაციული პტიმრობა შეუფარდეს მედიის განვითარების ფონდის თანამშრომელ ზვიად მჟავანაძესაც. გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო. 

შსს ზვიად მჟავანაძეს 18 დეკემბერს ტროტუარზე მოქალაქეებისთვის გადაადგილების ხელის შეშლას ედავება.