ილიაუნისთან აქცია - “დაიცავი განათლება” მიმდინარეობს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აქცია - “დაიცავი განათლება” მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებულ რეფორმას აპროტესტებენ.
აქციაზე ისმის შეძახილები - “მიქანაძის რეფორმა ჩვენთვის არის დეფორმა”; “დაიცავი განათლება, მომავალი ჩვენია”; “ავტონომია უნივერსიტეტს, არჩევანი სტუდენტებს”.
სტუდენტებს ასევე დაგეგმილი აქვთ მსვლელობა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან დაიწყება და განათლების სამინისტროსთან დასრულდება.
ჩვენ აქ შეკრებილები ვართ სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები, მე თვითონ სოსხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოვადგენ, დევნილი უნივესერსიტეტი მათ მიერ იქნა განადგურებული, ეს არის არა მარტო სოხუმის სახლემწიფო უნივერსიტეტზე, არამედ აფხაზეთზე უარის თქმა, ამით კი ჩვენ უარს ვამბობთ საქართველოს ეროვნულ ინტერესზე, ტერიტორიულ მთლიანობაში, ეს რომ შეფასდეს, იქნება ღალატი. ჩვენ კი მოღალატეებთან მხოლოდ და მხოლოდ ძალის ენით უნდა ვისაუბროთ. ეს ძლა ახლა აქ არის, თუ ისინი გონს არ მოეგებიან, ჩვენს ძალას სრული რესურსით იგრძნობენ, - განაცხადა აქციის მონაწილემ.