სასახლის ღობის საქმე - რა აღიარეს მოწმეებმა
სასახლის ღობის საქმეზე ერთ-ერთი მოწმის ჩვენებას დაცვის მხარე რამდენიმე თვე ელოდებოდა, ნიკიტა ბეჟანიშვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს, ის სახელწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელია, პროკურატურის მოწმემ დარბაზში თქვა, რომ ღობე 1 წუთზე ნაკლებ დროში რამდენიმე ადამიანმა გადაანგრია, ისე რომ სასახლის მთავარი დამცავი ზღუდე რამდენიმე ნაწილად დაიშალა.
ნიკიტა ბეჟუაშვილი არ არის ერთდერთი მოწმე, ვინც ადასტურებს, რომ რეზიდენციის დამცავი ღობე წამებში დაიშალა, 4 ოქტომბერს გიორგი თათარაშვილიც ადგილზე იყო,ბრალდების მხარის ამ მოწმეს ბრალდებულების ამოცნობა არ შეუძლია, თუმცა ადასტურებს, რომ ღობე რამდენიმე ადამიანის მიწოლის შემდეგ გადაინგრა.
სახელმწიფო ბრალდება მტკიცებულებების გამოკვლევას 2 პროცესში დაასრულებს, 14 პირის საქმეზე მოყვანილმა მოწმე ნიკა სახელაშვილმა თქვა, რომ თავში და მუცელში ქვა მოხვდა, თუმცა სხვა მოწმეების მსგავსად ვერც ის ცნობს დაკავებულებიდან ვინ ესროლა ქვა.
ადვოკატები ფიქრობენ, რომ დღევანდელმა მოწმეებმა შეკერილ საქმეს ფარდა ახადეს, უფლებადამცველების თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ვარაუდი, რომ ღობე გადაჭრილი იყო და ივანიშვილის გუნდმა 4 ოქტომბერს ხალხს პროვოკაცია მოუწყეს.