კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული მასტერკლასი, ჩხოროწყუს მერის რესტორანში გაიმართება

09.03.26 20:30
კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული მასტერკლასი, ჩხოროწყუს მერის რესტორანში გაიმართება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 10 მარტს, 16:00 საათზე, ქალაქ ჩხოროწყუში,  რესტორან "კოჩანას" დარბაზში კულტურის სამინისტროს პროექტ "შემოქმედებითი აქცენტების" ფარგლებში, მასტერკლასი გაიმართება.

კონცერტს  და მასტერკლასს ჯაზვოკალისტი მაია ბარათაშვილი და პიანისტი გიორგი რაქვიაშვილი ჩაატარებენ და გამართავენ შეხვედრას ჩხოროწყუელ მუსიკოსებთან. 

დასწრება თავისუფალია," - წერს ჩხოროწყუს მერია სოციალურ ქსელში. 

შენიშვნა:

მასტერკლასის ანონსის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებამ თავდაპირველად გააჩინა განცდა, რომ საგანმანათლებლო ღონისძიებას მერია აფინანსებდა.

განახლება: 

მომღერალი გავრცელებულ ინფორმაციას, დღეს, 10 მარტს, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ჩხოროწყუ ამ მასტერკლასში არაფერს იხდის". 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

სალამი "ტვ პირველს", სრული დეზინფორმაციაა! ჩხოროწყუ ამ მასტერკლასში არაფერს იხდის! ჩხოროწყუს მასტერკლასი ტარდება მოსწავლე ახალგაზრდობისთვის, მუსიკალური სკოლის მოსწავლეებისთვის, რაც არის ზოგადად პროექტის" შემოქმედებითი აქცენტების" ნაწილი. ეს პროექტი ჩემს მიერ არის წარდგენილი შემოქმედებით საქართველოში, როგორც საგანმანათლებლო ღონისძიება რაც მოიცავს სხვადასხვა რეგიონში ჩემს ჩასვლას და მოსწავლე ახალგაზრდობასთან შეხვედრას, ასევე თანამედროვე ამერიკული მუსიკის, ჯაზის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ახალგაზრდებში," - წერს მაია ბარათაშვილი. 

რა ვიცით რესტორან "კოჩანას" შესახებ?  

რესტორანი "კოჩანა" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერს, 60 წლის ჯუმბერ იზორიას ეკუთვნის. 

მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ ჯუმ­ბერ იზო­რია საზოგადოების ყურადღების ცენტრში მაშინაც მოექცა, როცა თა­ვი­სი­ვე გა­მო­ნათ­ქა­მი "კო­ჩა­ნა, ირო კო­ჩა­ნა, თეს ვაკო გუ­რიშ გო­ჩა­მა“ (“კა­ცო­ბა, მუ­დამ კა­ცო­ბა, არ უნდა ამას და­ფიქ­რე­ბა”) ქვა­ზე ამოტვიფ­რი­ნა და ძეგლი ჩხო­რო­წყუს ცენ­ტრში დად­გა.