"ვიცავ განათლებას" - საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები განათლების სამინისტროსთან მივიდნენ
"ვიცავ განათლებას" - საპროტესტო მსვლელობის მონაწილე სტუდენტები, კურსდამთავრებულები და პროფესორ-მასწავლებლები მარშით განათლების სამინისტროსთან მივიდნენ.
აქციის მონაწილეებმა განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებული რეფორმა გააპროტესტეს.
ცნობისთვის, უნივერსიტეტების დასაცავად მსვლელობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსთან დაიწყო, მარშის მონაწილეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს. შემდეგ კი განათლების სამინისტროსთან მივიდნენ.