2013 წლიდან დღემდე, 2025 წელს ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა - ქურდოვანიძე
2013 წლიდან დღემდე, 2025 წელს ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე შსს-ს სტატისტიკაზე დაყრდნობით წერს.
როგორც ქურდოვანიძე ამბობს, შსს-ს მონაცემებით, 2025 წელს ადმინისტრაციული პატიმრობა 27%-ით მეტ ადამიანს შეეფარდა.
შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს 27%-ით მეტ ადამიანს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 2024 წელთან შედარებით.
ამავდროულად, 2025 წელს დაფიქსირდა 2013 წლიდან დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების ისტორიული მაქსიმუმი.მონაცემები წლების მიხედვით:
- 2025 წელი - 2270 პირი
- 2024 წელი - 1791
- 2023 წელი -1961
- 2022 წელი - 1708
- 2021 წელი - 620
- 2020 წელი - 662
- 2019 წელი - 901
- 2018 წელი - მონაცემი არ არის გამოქვეყნებული
- 2017 წელი - 590
- 2016 წელი - 704
- 2015 წელი - 998
- 2014 წელი - 871
- 2013 წელი - 1127
ეს მონაცემებიც ნათლად აჩვენებს იმ რეპრესიული რეგულაციების შედეგებს, რომლებიც 2024-2025 წლებში ამოქმედდა" - წერს ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში.