შსს: დაკავებულია პირი, რომელიც ფარულად დაეუფლა სხვის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს და მიიმალა

10.03.26 10:13
შსს: დაკავებულია პირი, რომელიც ფარულად დაეუფლა სხვის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს და მიიმალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით  წარსულში ნასამართლევი, 1988 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს. ამის შესახებ ინფრომაციას შსს ავრცელებს.

უწყებსი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ა.ვ. თბილისში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სხვის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს და ადგილიდან მიიმალა.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ა.ვ. მალევე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.