საქართველოში დააკავეს პირი, რომელიც სექსუალური ძალადობისთვის წითელი ცირკულარით იძებნებოდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1974 წელს დაბადებული თ.ფ. ბათუმში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს
უწყებსი ცნობით, დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სექსუალური ხასიათის ძალადობისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.