გაფრთხილება ბრიტანეთიდან: პირები, ვინც სანქცირებულ Imedi TV-თან და Post TV-თან ითანამშრომლებენ, შესაძლოა სანქციების სამიზნეები გახდნენ

10.03.26 10:55
გაფრთხილება ბრიტანეთიდან: პირები, ვინც სანქცირებულ Imedi TV-თან და Post TV-თან ითანამშრომლებენ, შესაძლოა სანქციების სამიზნეები გახდნენ

მორიგი გაფრთხილება ბრიტანეთიდან - სახელმწიფო მინისტრი,  ბარონესა ჯენი ჩაპმანი აანონსებს, რომ მკაცრად იმოქმედებენ საქართველოში მოქმედი იმ სუბიექტების წინააღმდეგ, ვინც უკრიანაში დესტაბილზიაციას ხელს უწყობს და რუსულ  პროპაგანდას ავრცელებს.

განცხადება მინისტრმა ბრიტანეთის პარლამენტის წევრს, ბარონესა კურანს წინა კვირას გაგზავნილი კითხვების საპასუხოდ გაუგზავნა. 

ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა ჯენი ჩაპლანს ჰკითხა: "გეგმავენ, თუ არა დამატებითი ზომების მიღებას იმ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც აგრძელებენ თანამშრომლობას ახლახან სანქცირებულ ქართულ მაუწყებლებთან Imedi TV-თან და Post TV-თან"

გაერთიანებული სამეფო მკაცრ პოზიციას იკავებს მათ წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყობს უკრაინის დესტაბილიზაციას, მათ შორის საქართველოში მოქმედი იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთთან ასოცირებულ დეზინფორმაციას იყენებენ. ჩვენი ხანგრძლივი პოლიტიკაა, არ გავაკეთოთ კომენტარი მომავალი სანქციების შესაძლო სამიზნეებზე, რადგან ასეთმა განცხადებამ შეიძლება შეასუსტოს მათი ეფექტიანობა" -  ვკითხულობთ ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის საპასუხო წერილში. 

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ოცნების პროპაგანდისტული TV იმედი და პოს TV 24 თებერვალს დაასანქცირა