ქუთაისში ყვავილების მაღაზია გატეხეს - წაღებულია თაიგულები (ვიდეო)

10.03.26 11:08
ქუთაისში ყვავილების მაღაზია გატეხეს - წაღებულია თაიგულები (ვიდეო)

 

 

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე ყვავილების მაღაზია "კესანეს ყვავილები" გატეხეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, პირებმა მაღაზიის კარი შეამტვრიეს. წაღებულია წინასწარ გამზადებული თაიგულები და წითელი ვარდები, ასევე დაზიანებულია მაღაზიის ინვენტარი.

წუხელ ჩვენი მაღაზია გაქურდეს. შემოგვიმტვრიეს კარები, წაიღეს გამზადებული თაიგულები და წითელი ვარდები, დააზიანეს ინვენტარი. სიმართლე გითხრათ, არასდროს მიფიქრია, რომ ვინმე ყვავილების მაღაზიაშიც კი შემოვიდოდა მოსაპარად," - უთხრეს გამოცემას "კესანეს ყვავილებში".