ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - მოკლული ბიზნესმენის მამიდაშვილის ჩვენება სასამართლოზე

10.03.26 11:45
ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - მოკლული ბიზნესმენის მამიდაშვილის ჩვენება სასამართლოზე

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - საქალაქო სასამართლოში, სადაც მიქაძეების და გიორგი ჯოხახის პროცესი მიმდინარეობს, კვლავ სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა.

ამ წუთებში სასამართლოს ჩვენებას მოკლული ბიზნესმენის უახლოესი გარემოცვის წევრი, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, მიხეილ ბერძენიშვილი აძლევს.

ბერძენიშვილი ლევან ჯანგველაძის მამიდაშვილი, დაცვის ყოფილი წევრი და ის პირია, რომელიც მკვლელობამდე ფინანსურ პოლიციაში ფარცხალაძე-ჯანგველაძის შეხვედრის თვითმხილველი გახდა. ის ჩვენებაში ყვებოდა, რომ ამ შეხვედრის შემდეგ მოკლული ბიზნესმენი განაწყენებული იყო ყოფილ გენპორკურორზე. 

ბერძენიშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მკვლელობის სავარაუდო მოტივზე და ამ საქმეში მიქაძეების სავარუდო მონაწილეობაზე საუბრობს. მან უძლაურის სასამართლო პროცესებზე გაიმეოა, ის რაც ჩვენებაში თქვა, აღნიშნა, რომ მიქაძეებისგან ლევან ჯანგველაძე თავდასხმას ელოდა, ამის თქმის საფუძველს კი მისი თქმით, მოკლულ მამიდაშვილთანგამართული  საუბრები აძლევდა, რომელიც მას "დედ ჰასანის" ნათესავების მიქაძეებთან კავშირზე უყვებოდა

ამ წუთებში ლევან ბერძენიშვილი სასამართლო პროცესზე ლევან ჯანგველაძს მძღოლზე - გია ჩადუნელზე და მკვლელობის დღეს მასთან ერთად მყოფ პირზე - კახა ძანძავაზე საუბრობს. 

გარდაცვლილმა ლევან კაჭარავამ (ტილიკამ) გაუწია რეკომენდაცია გია ჩადუნელს, სწორედ აქედან აიყვანა ლევან ჯანგველაძემ - ამბობს მოწმე სასამართლოზე. 

ლევანი რუსეთში 80იანების ბოლოს წავიდა. ხშირად მიდოდა-მოდიოდა, სანამ საბოლოოდ დაფუძნდებოდა. ჰქონდა პატარა კაფე-რესტორანი, რომელიც შემდეგ გააფართოვა ფლობდა სტამბასაც. როცა 2008ში დაიწყო ლევანმა საქართველოში ხშირი ჩამოსვლა- მაგ დროს გამაცნო გია ჩადუნელი. დღეიდან ჩვენთან ერთად იქნებაო, დაცვის წევრია და პოლკოვნიკიო. იარაღით იყო და დაცვის და მძღოლის ფუნქციას ერთდროულად ასრულებდა. კახა ძანძავასაც ვიცნობ, ეს იყო ლევანისთვის ჯამბაზი. დაყავდა ხოლმე ლევანს და ის ართობდა. მე სამი წელია რაც მას ვიცნობ, მოსკოვში როცა დავდიოდი ლევანის გვერდით არასდროს მინახავს. გარდაცვლილმა ლევან კაჭარავამ (ტილიკამ) გაუწია რეკომენდაცია გია ჩადუნელს, სწორედ აქედან აიყვანა ლევან ჯანგველაძემ.

მე მამიდაშვილი ვიყავი, მენდობოდა და ხშირად დავყვებოდი. როგორც დაცვა ისე არა- ისე რაღაცები გია ჩადუნელმა კი მასწავლა… მაგალითად როგორ უნდა დაიცვა პირი, როგორ დახვდე, გამოაცილო, კართან როგორ დადგე..
იარაღის ტარების უფლება მქონდა სატყეოში როცა ვმუშაობდი, დაახლოებით 4 წლის მანძილზე. ლევანმა თავისი გავლენებით დამასაქმა იქ. საქართველოში ყოფნის დროს, ლევან ჯანგველაძე თბილისი ამბასადორს ყოველდღე სტუმრობდა, სადილზე ან ვახშამზე.  ლევანი მოკრძალებული პიროვნება იყო, იცოდა ვისთან რა უნდა ეთქვა. მეც ვერ ვუბედავდი მის საქმიანობაზე ზედმეტ კითხვებს. თვითონ რამდენსაც მეტყოდა, ის მიხაროდა. მტრები ერთადერთი წლების უკან, რომ მოკლეს დედ ჰასანი, მაშინ გაჟღერდა და ტელევიზიაშიც მესმოდა რომ ონიანის კლანს, ჯანგველაძეებს ბრალდებოდა, ეს ლაპარაკი ახლობლებშიც იყო… ლევანს ერთადერთხელ დავუსვი შეკითხვა და არაფერი არც მაინტერესებს და არც ვკითხულობო მიპასუხა"- აცხადებს  ბერძენიშვილის სასამართლოზე. 

  • ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.