ჯანგველაძის მამიდაშვილი: ოთარ ფარცხალაძე ფინანსურ პოლიციაში გია ჩადუნელს გადაეხვია - შენ ჩემი გია არ ხარო?!

10.03.26 12:11
ჯანგველაძის მამიდაშვილი: ოთარ ფარცხალაძე ფინანსურ პოლიციაში გია ჩადუნელს გადაეხვია - შენ ჩემი გია არ ხარო?!

ლევან ჯანგველაძის მძღოლი, გია ჩადუნელი, რომელიც 14 მარტს, მკვლელობის დღეს ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფებოდა, ოთარ ფარცხალაძეს კარგად იცნობდა - როგორც ლევან ჯანგველაძის მამიდაშვილმა, მიხეილ ბერძენიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ 2024 წელს, ფინანსურ პოლიციაში, როდესაც ყოფილი გენპროკურორის და ლევან ჯანგველაძის შეხვედრა გაიმართა, ოთარ ფარცხალაძე გია ჩადუნელს (ჯანგველაძს მძღოლს) გადაეხვია -  "შენ ჩემი გია არ ხარო?!".

ამ შეხვედრამდე გია ჩადუნელს არ უხსენებია ოთარ ფარცხალაძე. არადა ჩადუნელი სულ ეხვეწებოდა ლევანს გავლენებით დამეხმარეო. ასეთი გავლენიანი კაცი თუ ჰყავდა ნაცნობი (ოთარ ფარცხალაძე) მას რატომ არ სთხოვდა დახმარებას? - განაცხდა მომწმე სხდომაზე. 

ბერძენიშვილმა სასამართლოზე გაიმეორა ასევე ის, რა ჩვენებაც გამოძიებას მისცა, თქვა, რომ აღნიშნული შეხვედრიდან ლევან ჯანგველაძე გაკვირვებული და გაბრაზებული გამოვიდა.

მოწმემ ასევე ისაუბრა ოთარ ფარცხალაძის და ლევან ჯანგველაძის მეორე შეხვედრის შესახებაც, რომელიც მისი თქმით,  უკვე ამბასადორში შედგა. 

ოთარ ფარცხალაძესთან ორჯერ მაქვს ხელი ჩამორთმეული. პიროვნულად არ ვიცნობ. 2024 წელს როცა ლევანი ჩამოსული იყო თბილისში, სავარაუდოდ რუს სტუმრებთან ერთად ფინანსურ პოლიციაში მოგვიწია მისვლა. იქ მოვიდა ოთარ ფარცხალაძეც. ორი კაცი ახლდა ფარცხალაძეს. არ ვიცი საშვი იყო თუ არა დაშვებული, პირდაპირ უპრობლემოდ შევიდნენ. დაახლოებით 1 საათში ჩამოვიდნენ. ლევანი შევატყვე რომ გაკვირვებული, გაბრაზებული იყო. ამ დროს ოთარ ფარცხალაძემ გია ჩადუნელი იცნო, გადაეხვივნენ ერთმანეთს, ოთარმა შენ ჩემი გია არ ხარო?! ეს სიტყვებიც მახსოვს.  მანქანაში რომ ჩავჯექით ლევანმა ბოდიში მოუხადა უცხოელ სტუმრებს, ახლა არ გამოვიდა მაგრამ დავალაგებ ამ საქმესო. ამ შეხვედრამდე გია ჩადუნელს არ უხსენებია ოთარ ფარცხალაძე. არადა ჩადუნელი სულ ეხვეწებოდა ლევანს გავლენებით დამეხმარეო. და ვერ გავიგე ასეთი გავლენიანი კაცი თუ ჰყავდა ნაცნობი (ოთარ ფარცხალაძე) მას რატომ არ სთხოვდა დახმარებას. მეორეჯერ ოთარ ფარცხალაძე უკვე ამბასადორში ვნახე. სტუმრებთან ერთად მოვიდა ოთარ ფარცხალაძე. მათ შორის საუბარს მე არ შევსწრებივარ. ერთხელ კიდევ ოფისში ვიყავით, ფილარმონიის უკან, კოსტავადან ავუხვიეთ- იქ ვიყავით მე გია და ლევანი. დაცვა დახვდა იქ ლევანს და აიყვანეს ზემოთ. ტელეფონზე ლაპარაკით მივხვდი რომ ოთართან მივდიოდით. ოთარ სადა ხარო, ლევანმა იკითხა", - განაცხადა ბერძენიშვილმა. 

  • ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.