ჯანგველაძის მამიდაშვილი: ლევანმა უსაფრთხოების ზომების მიღების მიზეზად მიქაძეები დაასახელა - თავზე დაიმხეს უკვე არასწორი საქციელებითო

10.03.26 12:37
ჯანგველაძის მამიდაშვილი: ლევანმა უსაფრთხოების ზომების მიღების მიზეზად მიქაძეები დაასახელა - თავზე დაიმხეს უკვე არასწორი საქციელებითო

ლევან ჯანგველაძის და ძმები მიქაძეების უთანხმოება ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ დაიყო - როგორც სასამათლოზე მისულმა მოწმემ, ლევან ჯანგველაძის მამიდაშვილმა, მიხეილ ბერძენიშვილმა განაცხადა, მაშინ ლევანს და ერთ-ერთ მიქაძეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ.

შემდეგი შეხვედრა მიქაძეებთან იყო შემთხვევით როცა გადავეყარეთ რესტორან “მეტეხის ჩრდილში” მაგიდასთან საერთო ახლობლებიც იყვნენ და ლევანი მიიპატიჟეს. ლევანი იქ არ დაჯდა - განაცხადა მოწმემ სასამართლოზე.

შემდეგი შეხვედრა ჯანგველაძესა და მიქაძეებს შორის უკვე სასტუმრო "ამბასადორში" შედგა,ს ადაც საუბარი სიგარეტების ბიზნესს შეეხებოდა - "ამ შეხვედრაზე მიქაძეების დანახვა ლევანს არ ესიამოვნა ეს შევატყვე".

10-15 წლის წინ გავიგე ძმები მიქაძეების გვარი. ლევანი აქ იყო ჩამოსული და საერთო მეგობარმა სთხოვა რაღაც ფინანსურ ამბავზე დახმარება. საერთოდ ძმებ მიქაძეებს იქ არ ელოდებოდნენ. მაგრამ ერთ-ერთი დახვედრია და აღელვებული იყო ლევანი. სიტყვიერი წალაპარაკება მოხდა.

ამ შეხვედრიდან მეორე დღესვე გაფრინდა ლევანი რუსეთში, არადა კიდევ ორი დღე უნდა დარჩენილიყო და გამიკვირდა რატომ წავიდა. შემდეგი შეხვედრა მიქაძეებთან იყო შემთხვევით როცა გადავეყარეთ რესტორან “მეტეხის ჩრდილში” მაგიდასთან საერთო ახლობლებიც იყვნენ და ლევანი მიიპატიჟეს. ლევანი იქ არ დაჯდა. მე გია ჩადუნელი და ლევანი ვიყავით. 
კიდევ ერთი შეხვედრა მიქაძეებთან იყო ამბასადორში. ორივე ძმა იყო. რაღაც ბიზნესზე დაიწყეს საუბარი.. სიგარეტის თემა ხშირად იყო განხილვის თემა, ტელეფონითაც რომ საუბრობდა მესმოდა ხან დალაგებული იყო ხან გაბრაზებული.. რამდენი გადიოდა შემოდიოდა ამაზე საუბრობდა ლევანი. ამ შეხვედრაზე მიქაძეების დანახვა ლევანს არ ესიამოვნა ეს შევატყვე. ოთარ ფარცხალაძემ რაღაც დაპირება არ შეასრულა სიგარეტის თემაზე რაზეც  ლევანი გაბრაზდა.

ბერძენიშვილის თქმით, სწორედ მიქაძეების გამო მიიღო "კანონიერი ქურდის" ძმამ უსაფთხოების ზომები და მას შეაკერინა კაბურა, სადაც პატარა იარაღს ინახავდა - "ამ ზომების მიზეზად მიქაძეები დაასახელა - თავზე დაიმხეს უკვე ამ არასწორი საქციელებითო".

მოწმის თქმით, მოკლული ბიზნესმენი საფრთხეს გრძნობდა და მანქანის დაბრონვასაც აპირებდა. 

მანქანა უნდა დავბრონოო და მინები დავბუროო მითხრა ბოლოს, რომ ჩამოვალ ასე დამხვდიო, თებერვალში იყო ეს საუბარი. ოპერატიული კაბურა შემაკერინა თავისთვის და ჩემთვისაც. რა ხდება ხოა მშვიდობათქო მე ვეკითხებოდი,
როგორც მახსოვს ამ ზომების მიზეზად მიქაძეები დაასახელა. თავზე დაიმხეს უკვე ამ არასწორი საქციელებითო- ლევანმა მითხრა. თებერვალში სანამ გაფრინდებოდა მკითხა რამეს მატყობ ტანსაცმელზეო? ვერათქო. პატარა იარაღი მაქვსო და მაჩვენა კიდეც. თუ რამე საშიშროებაა წელზე გაიკეთე იარაღითქო და არაა პრობლემა თუ რამე მოხდა 2-3 წამში ამის ამოღებასაც მოვასწრებო", - განაცხადა მოწმემ. 

მისივე განცხადებით, ლევან ჯანგველაძე არც დაცვას ენდობოდა თბილისში. 

თბილისში დაცვას არ ვენდობი იმიტომ რომ ისეთი გავლენა აქვთ მიქაძეებს, რომ შეიძლება შემომაპარონ ვინმეო. ყველაფერი ამათ ხელშიაო"- განაცხადა ბერძენიშვილმა. 

  • ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.