ვინ გამამტყუნებს რომ ჩადუნელზე გაბრაზებული ვარ? მისი უმოქმედობა ეჭვს ბადებს. 34 ტყვია ჰქონდა და ერთი ვერ გაისროლა! - ჯანგველაძის ნათესავი
ვინ გამამტყუნებს რომ ჩადუნელზე გაბრაზებული ვარ? მისი უმოქმედობა ეჭვს ბადებს. 34 ტყვია ჰქონდა და ერთი ვერ გაისროლა! - ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, მიხეილ ბერძენიშვილმა სასამართლოზე განაცხადა, სადაც ძმებ მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის პროცესი მიმდინარეობს.
ბერძენიშვილი, რომელიც ჯანგველაძის მამიდაშვილია ამბობს, რომ ჭავჭავძეზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ, მას მძღოლთან, რომელიც ამავდროულად, ჯანგველაძის დაცვის ფუნქციასაც ითავსებდა საუბარიც ჰქონდა.
- ბერძენიშვილის ჩვენებით, ჩადუნელთან განხორციელებული ზარიდან მალევე, გია ჩადუნელი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან მივიდა, რაც მისთვის გასაკვირი აღმოჩნდა, რადგან „ერთი საათით ადრე მას ტელეფონზე დაურეკა და ვერ დაელაპარაკა". ბერძენიშვილის თქმით, ჩადუნელმა მას უთხრა, რომ მკვლელობის დღეს, სამძიმარზე ასულ ჯანგველაძეს მანქანაში ელოდებოდა, მანამდე კი სადარბაზო დაათვალიერა.
მან ისაუბრა კახა ძანძავაძეც, პირზე, რომელიც მკვლელობის დღეს ლევან ჯანგველაძესთან ერთად იმყოფებოდა - "ჯამბაზია კახა ძანძავა. ძანძავა რომ გაიქცა იმის მერე მგონი ახლაც გარბის ეს უსინდისო კაცი"
ვეკითხებოდი რატომ არ დახვდი სადარბაზოში? ლიფტით რატომ ახვედი? ასე მითხრა ლევანმაო.. შენ არ მასწავლე შენი მოვალობა შეასრულე რაც არ უნდა გითხრანო?! ვუთხარი შენთან ბევრი კითხვა იქნებათქო. ლევანი რომ მოდიოდა ვერ დავინახეო, უცებ ატყდა სროლა რაღაც სხვა მეგონა და როგორც კი წამოვდექი ტყვია მომხვდაო...
ვინ გამამტყუნებს რომ ჩადუნელზე გაბრაზებული ვარ? მისი უმოქმედობა ეჭვს ბადებს. 34 ტყვია ჰქონსა და ერთი ვერ გაისროლა! არადა 17 წელი მიმტიცებდა პროფესიონალი ვარო. კახა ძანძავასთან საქმეზე ლაპარაკი ის იყო რომ ღომი გააკეთებინე ან ხარჩოო და კახა სმირნაზე იდგდა. პარნიორებთან ლაპარაკი და ბიზნესი ძანძავასთან არ გარჩეულა. ჯამბაზია კახა ძანძავა. ძანძავა რომ გაიქცა იმის მერე მგონი ახლაც გარბის ეს უსინდისო კაცი. ლევანი ტყვია მოხვედრილი ადგა - უჯიკა კახას გაიქეციო და გაასწრო მართლა", - განაცხადა მიხეილ ბერძენიშვილმა.
- ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.