ხმაური სასამართლოში - სასახლის ღობის საქმეზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო

10.03.26 13:35
ხმაური სასამართლოში - სასახლის ღობის საქმეზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო

ხმაური თბილისის საქალაქო სასამართლოში - სასახლის ღობის საქმეზე ცოტა ხნის წინ სასაამრთლოს ჩვენებმა მოწმე პოლიციელმა, ლაშა ჟუღელმა მისცა. მოწმემ თქვა, რომ აქციაზე მის კოლეგას ქვა მოხდა, რის შემდეგაც მას საპასუხო რეპლიკა უთხრა  მარიამ მეყანწიშვილმა. 

სამოქალაქო აქტივისტმა პოლიციელს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენები გაახსენა, როდესაც შსს-ს თანამშრომლებმა აქციის მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. სწორედ ამ რეპლიკას მოჰყვა სასამართლო პროცესზე ხმაური, რის შემდეგაც მარიამ მეყანწიშვილმა დარბაზი დატოვა. როგორც ადგილიდან "ტვ პრიველის კორესპოდენტი იუწყება, სანამ დარბაზს დატოვებდა, მან პროკუორორებს "90-იანი წლების გადმონაშთები" უწოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე 12 პირის - აბო ნავერიანის, ვახტანგ ფიცხელაურის, გურიელ ქარდავას, ალექსანდრე ხაბეიშვილის, ბექა ქელეხსაშვილის, ნანა სანდერის, მამუკა ლაბუჩიძის, გიორგი მულაძის, მარიამ მეყანწიშვილის, ავთანდილ სურმანიძის, ანტონ უპერის და თემურ ქურციკიძის პროცესი მიმდინარეობს.

  • ცნობისთვის, ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.
  • ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.