ვწუხვარ იმ ქართველების გამო, ვინც იმედებს AfD-ზე ამყარებს, ის ვერ მართავს ქვეყანას - გერმანიის ელჩი
ვწუხვარ იმ ქართველების გამო, ვინც იმედებს AfD-ზე ამყარებს, ის ვერ მართავს ქვეყანას - ასეე ხმაურება საქართველოში გემრნაიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბადენ-ვიურტემბერგში ჩატარებული არჩევნების შედეგებს, რომელიც „მწვანეების“ გამარჯვებით დასრულდა.
გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის (BW) საპარლამენტო არჩევნები. დიდი უმრავლესობა ლიბერალური დემოკრატიის და ევროკავშირის მომხრეა. ძალიან ვწუხვარ იმ ქართველების გამო, ვინც იმედებს AfD-ზე ამყარებს. ის ვერ მართავს ქვეყანას. BW გერმანიაში მოსახლეობის რაოდენობით მესამე ყველაზე დიდი მიწაა. მისი ეკონომიკა შვედეთის ან ბელგიის ზომისაა, მსოფლიოს 25 საუკეთესო მიწას შორისაა"- წერს ფიშერი იქსზე.
2026 წელს გერმანიაში დაგეგმილი ხუთი რეგიონული არჩევნებიდან პირველი, რომელიც სამხრეთ-დასავლეთის მხარეში, ბადენ-ვიურტემბერგში ჩატარდა, „მწვანეების“ გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე გავიდა მემარჯვენე-ცენტრისტული ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი, AfD კი - მესამეზე.
ბოლო პერიოდში, „ალტერნატივამ გერმანიისთვის“ როგორც გერმანიის ბუნდესტაგში, ასევე ევროპარლამენტში დააინიცირა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციები, რომლებმაც მხარდაჭერა ვერ ჰპოვა.
AfD გამოირჩევა ევროსკეპტიკური, ნაციონალისტური, ისლამოფობიური და პრორუსული პოზიციებით. ნიშანდობლივია, რომ პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD)“ წევრი შტეფან კეუტერი 2019 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში „არჩევნებზე დამკვირვებლად“ იმყოფებოდა. ის ამავდროულად „ყირიმის მეგობართა ლიგის“ წევრია.