"არავინ არ იცის ხვალ რა იქნება" - ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე

10.03.26 17:23
"არავინ არ იცის ხვალ რა იქნება" - ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე

"არავინ არ იცის ხვალ რა იქნება" - ამის შესახებ ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა და საწვავზე ფასის მატებას გამოეხმაურა. 

  • ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოლენების და მსოფლიოში ნავთობის ფასები რეკორდულად ზრდის ფონზე, საქართველოში საწვავი გაძვირდა.

ვახტანგ იობაშვილი აღნიშნავს, რომ მსოფლიოში არსებული ვითარება მომარაგებას ართულებს. მისი თქმით, ქვეყანამ რუსეთიდან ნავთობის შემოტანა უნდა გაზარდოს - "სადაც იაფად ნახავ იქ უნდა იყიდო". 

არავინ არ იცის ხვალ რა იქნება. ხვალ სულ სხვა ფასი იქნება, დარწმუნებული ვარ. მსოფლიში შექმნილი ვითარება ართულებს სიტუაციებს და ართულებს, პირველ რიგში, მომარაგების საკითხებს, ეს არა მარტო ნავთობპროდუქტებზე, ყველანაირი სახის მომარაგებებს ართულებს ეს. 

საკმაოდ, 20 თეთრამდეა გაძვირებული, დიზელზე აისახა პირველი, მაგრამ ეს არ არის საბოლოო... ჩვენ ველოდებით ყოველ დღე, ყოველ საათს ახალ ინფორმაციებს. ისეთ ზღვარზე მივედით, რომ დაიწყო ახალი პარტიების შემოტანა, ახალი პარტიები ახალ ფასებშია, რა თქმა უნდა, ეს ახალი ფასებიც ახალ გავლენას ახდენს ფასების მიღებაზე, ეს ჩვეულებრივია და გარდაუვალია. 

ვფიქრობ, რომ რუსეთთან უნდა გავზარდოთ რაოდენობები, სადაც იაფად ნახავ იქ უნდა იყიდო, ეს არის მთავარი კრედო ბიზნესის," - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა. 

[ფოტო: BM.ge]