კოვიდვითარება გართულდა - კლინიკებში საწოლების 75%-ზე მეტი დაკავებულია
კოვიდმიმღებ კლინიკებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა მინიმუმამდეა შემცირებული. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამწვავების გამო საწოლფონდის რაოდენობა მცირდება.
ამ ეტაპზე 9 ათასამდე საწოლია მობილიზებული, თუმცა 6 916 საწოლი დაკავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ საწოლების 75%-ზე მეტი დაკავებვულია. გაბუნიას თქმით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 1678 პაციენტი მკურნალობს, ხოლო რეანიმაციაში 355 პირია მოთავსებული.