გაუარესებულია ნიღბების ტარების მაჩვენებელი - თამარ გაბუნია

08.11.21 14:45
გაუარესებულია ნიღბების ტარების მაჩვენებელი - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, თქმით, ქვეყანაში ნიღბების მოხმარების მაჩვენებელი დაკლებულია და 35%-ს შეადგენს. გაბუნიას თქმით, გაზრდილია მობილობა. 

გაუარესებულია ნიღბების ტარების მაჩვენებელი, 40% იყო ბოლოს და ახლა 35%-ზეა ჩამოსული. მობილობის ზრდა არის 2%-იანი, რაც ხელს უწყობს ინფექციის კიდევ მეტად გავრცელებას. ამდენად, აქ ჩვენთვის გამოსავალია აქტიური ვაქცინაციის პროგრამა. ის გადაწყვეტილებები, რაც საბჭომ მიიღო პენსიონერების ვაქცინაციასა და მწვანე საშვთან დაკავშირებით, გარკვეულად წაახალისებს პროცესს,“- განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები