საქართველოში საწვავი გაძვირდა - რა პროგნოზი აქვთ ექსპერტებს

10.03.26 20:33
საქართველოში საწვავი გაძვირდა - რა პროგნოზი აქვთ ექსპერტებს

საქართველოში საწვავი გაძვირდა - ბოლო სამი დღის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის ფასი 2-დან 20 თეთრამდე გაიზარდა. ექსპერტების შეფასებით, ეს მხოლოდ დასაწყისია და უახლოეს პერიოდში საწვავის ფასის კიდევ უფრო ზრდაა მოსალოდნელი.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის განცხადებით, გაძვირება რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული, მათ შორის ირანში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებით, საწვავის დეფიციტით და დოლარის ლართან მიმართებით გაძვირებით.

ფასების ზრდა უკვე აისახა ბენზინგასამართ სადგურებზეც. ზოგი სადგური საწვავს 2 თეთრით, ნაწილი - 15 თეთრით, ზოგან კი 20 თეთრით და მეტითაც აძვირებს.

ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ნავთობის გაძვირება მხოლოდ საწვავის ფასზე არ აისახება. მათი თქმით, ეს ავტომატურად გაზრდის ტრანსპორტირების, მომსახურებისა და სხვადასხვა პროდუქტის ფასებსაც.

ამ ფონზე ჩნდება კითხვა, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს "ოცნების" ხელისუფლება ქვეყანაში საწვავზე ფასების ზრდის შესაჩერებლად.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.