სასახლის ღობის საქმეზე პროცესი ხმაურის ფონზე წარიმართა - სასამართლო სხდომის დეტალები

10.03.26 21:20
სასახლის ღობის საქმეზე პროცესი ხმაურის ფონზე წარიმართა - სასამართლო სხდომის დეტალები

სასახლის ღობის საქმეზე სასამართლო სხდომა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. პროცესის მიმდინარეობისას რამდენჯერმე ხმაური და მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

სასამართლოში დაკითხეს სპეცრაზმელი იოსებ როსტიაშვილი. დაცვის მხარის თქმით, მოწმე კითხვების ნაწილს კი არ პასუხობდა ან აცხადებდა, რომ კითხვა ვერ გაიგო, რასაც ადვოკატების პროტესტი მოჰყვა. პროცესის განმავლობაში მოსამართლეს არაერთხელ მოუწია წესრიგის აღდგენა.

ხმაური იყო ასევე მოწმე ლაშა ჯუღელის დაკითხვის დროსაც. მისი თქმით, აქციის მონაწილეებიძალოვანი უწყების თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. სხდომათა დარბაზში მარიამ მეყანწიშვილმა კი გაიხსენა ნოემბერ-დეკემბერში აქციების დროს სპეცრაზმელების მხრიდან ძალის გამოყენების შემთხვევები.

პროცესზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ბრალდებული ნანა სანდერსი ბებიის პანაშვიდზე არ მიიყვანეს. მისი განცხადებით, მან პენიტენციურ სამსახურს წერილობით მიმართა, თუმცა გამზრდელი ბებიის გასვენებაში დასწრების უფლება არ მისცეს.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.