სინდისის პატიმარი, ზურა მენთეშაშვილი ტარაკნებიან კარცერში გადაიყვანეს - ადვოკატი

11.03.26 11:52
 სინდისის პატიმარი, ზურა მენთეშაშვილი ტარაკნებიან კარცერში გადაიყვანეს - ადვოკატი

ადვოკატების თქმით, სინდისის პატიმრები, ზურაბ მენთეშაშვილი და დენის კულანინი კარცერში გადაიყვანეს, სადაც ორივე მათგანი არაადამიანური პირობებში იმყოფება, რათა მათ შიმშილობა შეეწყვიტათ.

ჯანო ჭკადუას თქმით, ზურა მენთეშაშვილი გადაყვანილია კარცერში, სადაც ტარაკნები არიან. 

ზურა მენთეშაშვილი გადაყვანილია კარცერში, სადაც არაადამიანურ პირობებში იმყოფება.  როგორც თითონ განმარტა, არ აქვს პირსახოცი, არ აქვს ხელსაბანი საშუალებები, არ აქვს კბილის ჯაგრისი და ამასთანავე, საკანში არის ძალიან სიბინძურე, ვინაიდან არ აქვთ საშუალება, რომ საკანი დაასუფთავონ, ამის საშუალებას არ აძლევენ. ასევე, როგორც ამბობს, საკანში არის ტარაკნები, რაც დამატებით დისკომფორტს ქმნის და მათი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ის არ იქნა გადაყვანილი სხვა საკანში. როგორც თვითონ განმარტავს, ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ მას რამდენჯერმე მოსთხოვეს შიმშილობის შეწყვეტა და მიუხედავად აღიშნული მოთხოვნისა, შიმშილობა არ შეწყვიტა, - ამბობს ადვოკატი ჯემალ ჭკადუა. 

დენის კულანინის ადვოკატი, დიმიტრი ნოზაძე აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცის, რა მიზეზით გადაიყვანეს უკვე მეორედ კარანტინში. მისი თქმით, მან მიმართა პენიტენციურსად და ციხის ადმინისტრაციასაც, დაარქივდეს საკნის ვიდეოჩანაწერები. 

ბოლო ორ თვეში უკვე ორჯერ მოახვედრეს ეს ადმაიანი კარანტინში. მიზეზს არ უნმარტავენ, უბრალოდ, ეუბნებიან, რომ "წამოდი", გადაჰყავთ კარანტინში. რა მოხდა, რისთვის გადაიყვანეს, არ ვიცით. ბოლო შემთხვევა მოხდა 3 მარტს, როდესაც ის თავის მესაკნე ზურა მენთეშაშვილთან ერთად გამოიყვანეს საკნიდან, ყოველგვარი ახსნა-გნმარტების გარეშე ჩაიყვანეს კარანტინში. დაიწყო მან შიმშილობა. მე მივწერე როგორც პენიტენციურს, ასევე ციხის ადმინისტრაციას, რომ მოხდეს იმ საკნის ვიდეოჩანაწერების დაარქივება და ასევე ვითხოვ წერილობით განმარტებას, რა გახდა მიზეზი ამ ადამიანის კარანტინში ჩაყვანის, - ამბობს დიმიტრი ნოზაძე.

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ზურა მენთეშაშვილის პროცესი იწყება. 

ზურაბ მენთეშაშვილი  სისხლის სამართლის წესით გზის ორჯერ გადაკეტვის საბაბით არის დაკავებული. 

დენის კულანინი, საქართველოში მცხოვრები და წარმოშობით რუსი აქტივისტია, ეს უკანასკნელი2025 წლის 28 მარტს პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე პოლიციის მანქანის მინის ჩამტვრევის ბრალდებით დააკავეს.