მშობლების თქმით, სინდისის პატიმრებისთვის უდოს კომისიის შეცვლილი პირობები შესთავაზეს

11.03.26 17:26
მშობლების თქმით, სინდისის პატიმრებისთვის უდოს კომისიის შეცვლილი პირობები შესთავაზეს

მშობლები აცხადებენ, რომ ვადამდე გათავისუფლების კომისიის პირობები ე.წ. „სინდისის პატიმრების“ შემთხვევაში შეიცვალა. მათი თქმით, თუ ადრე კომისია მსჯავრდებულთა გათავისუფლების საკითხის განხილვას სასჯელის ნახევრის მოხდის შემდეგ იწყებდა, ახლა ეს პრაქტიკა აღარ მოქმედებს.

მათივე თქმით, კომისიის წევრები პატიმრებისგან არჩადენილი დანაშაულის აღიარებას წერილობით მოითხოვენ.

ზვიადმა სასჯელის ნახევარი რომ მოიხადა, 15 თვე გაუვიდა 4 მარტს, შესაბამისად, სავალდებულო შესავსები ფორმა შემოუტანეს განცხადების, რაც უნდა ითვალისწინებდეს მხოლოდ თანხმობას, რომ პატიმარი თანახმაა, მასზე გაავრცელონ უდო, მაგრამ განცხადების ფორმა შეიცავს სწორედ იმ დათქმებს, რომ მოინანიოს, აღიაროს ბრალი და შეწყალება ითხოვოს, რაზეც ზვიადმა მიუთითა, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, ბრალს არ აღიარებს. განცხადება, რომელიც უნდა შეავსონ, ის ითვალისწინებს ისეთ დათქმებს, რომელიც კანონგარეშეა და კანონის მიღმაა, - ამბობს ზვიად ცეცხლაძე. 

მე პირადად რა ინფორმაციაც მქონდა, ვიცოდი, რომ აღიარების შესავსებ გრაფაში იყო, რომ უნდა აღიარებინათ კიდეც და რა თქმა უნდა, მსგავს რამეს არ  არ აპირებენ არც ჩემი ძმა და არცერთი სინდისის პატიმარი. ბიჭები სამაგალითოდ დასჯისთვის ჰყავსთ მაღალი ყურადღების ქვეშ აყვანილი და აჩვენებენ ყველას, რომ ვითომ რაღაც სიმკაცრეს უნარჩუნებენ და ვითომ ძალიან მიყვებიან იმ კანონებს, რომელიც აბსოლუტურად არავითარ კავშირში არაა დემოკრატიასთან. ზუსტად ვიცი მეც, დანარჩენი სინდისის პატიმრების ოჯახებმაც და ბიჭებმაც, რომ ძალიან მცირე ალბაობაა იმის, რომ ვადაზე ადრე გამოუშვან ბიჭები, - აბობს ირაკლი ქერაშვილი და.