გელა უძილაურმა სასამართლოზე ისევ "სვეტაზე" ისაუბრა
გელა უძილაურმა სასამართლოზე ისევ "სვეტაზე" ისაუბრა და განაცხადა- ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ცალკე წარმოებად მიმდინარე ეპიზოდზე, სადაც ბრალდებულები მამუკა ბაღდავაძე და გიორგი კაჭკაჭაშვილი არიან, უძლაური მოწმის სახით იკითხება.
- შეგახსენებთ, რომ უძლაური მის სასამართლო პროცესებზე ამტკიცებდა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობია დღეღეს „უკრაინული წარმოშობის ქალს, სვეტას უნდა შეხვედროდა უნივერსიტეტის ქუჩაზე“, თუმცა, საბოლოოდ, ჭავჭავაძეზე, ლევან ჯანგველაძის სანახავად წავიდა, რადგან მასთან „პირადი წყენა“ ჰქონდა.
უძილაურმა მხარეებს განუმარტა, რომ მამუკა ბაღდავაძეს გიორგი ჯოხაძისგან იცნობს. პროკურორ ლევან ვეფხვაძის კითხვაზე, 15 თებერვალს, ერთი და იმავე ანძაზე მამუკა ბაღდავაძე და ის დუშეთის რაიონში ერთად რატომ დაფიქსირდნენ, უძლაურმა თქვა, რომ არ იცის.
- უძილაური ძებნაში მყოფ გიორგი ჯოხაძის მძღოლისა და დაცვის მოვალეობას ითავსებდა. ჯოხაძეს კი ძმებ მიქაძეებთან ერთად ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან.
მამუკა ბაღდავაძე საერთოდ უდანაშაულოა. რა შუაშია, არ უნდა იჯდეს. მე მინდოდა გიორგი ჯოხაძისთვის დამერეკა და მეთქვა რა ცოდვაც ჩავიდინე - განაცხადა უძლაურმა.
მამუკა ბაღდავაძეს ვიცნობ გიორგი ჯოხაძისგან. ვიცი რომ თავისი ბიზნესი ჰქონდა. არ ვიცი რას საქმიანობდა მაგრამ იქ მუშაობდა სადაც დამაკავეს.
მე ვერ გეტყვით როგორ აღმოჩნდა, რომ მე და მამუკა ბაღდავაძე ერთდროულად ერთ მომენტში ავღმოვჩნდით ახატანის ანძაზე. ერთ ანძას ბატონო მოსამართლე შეუძლია წამში მოემსახუროს ასობით აბონენტს. შეიძლება 7 კილომეტრი იყოს ორ ადამიანს შორის დაშორება მაგრამ ერთ ანძაზე ფიქსირდებოდეს.
საბერძნეთიდან დავბრუნდი მაგ დღეს და ვიყავი ახატანისკენ ნაქირავებ ბინაში მეობარ გოგოსთან (სვეტასთან) ერთად.ჩემი უბედურება არ მეყოფა? ეს კაცი მეორე ცოდვად მაწევს. მამუკა ბაღდავაძე საერთოდ უდანაშაულოა. რა შუაშია არ უნდა იჯდეს. მე მინდოდა გიორგი ჯოხაძისთვის დამერეკა და მეთქვა რა ცოდვაც ჩავიდინე.
მამუკას მე როგორც კლიენტმა ისე დავურეკე. არ მინდოდა გაეგო ვინ ვიყავი. ნაწილზე ველაპარაკე. მინდოდა მოსულიყო რო გიორგი ჯოხაძის ნომერი გამომერთმია".- განაცხადა უძილაურმა.
უძილაურის მტკიცებით, ის ძმებ - დავით და გიორგი მიქაძეებს არ იცნობს.
როცა „საშხაპეში“ მანქანის გასარეცხად მივდიოდით, მე სულ გარე სივრცეში ვიყავი. დავით და გიორგი მიქაძეებს არ ვიცნობ, არასდროს შევხვედრივარ და ფიზიკურადაც არ დამინახავს.
გიორგი ჯოხაძე ხელფასს კარგად მაძლევდა, ნაწილს ხელზე მაძლევდა, ნაწილს სხვა მირიცხავდა, არასდროს დავინტერესებულვარ, ვინ მირიცხავდა. ყოველი თვის ბოლოს ერთი და იმავე რიცხვში თანხა მერიცხებოდა.
როგორც ჩემი სისხლის სამართლის საქმიდან გავიგე, თურმე, თანხას ვინმე დავით მიქაძე მირიცხავდა, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის. გიორგი ჯოხაძე როგორ შოულობდა ფულს და როგორ მიხდიდა ხელფასს, არც ამით დავინტერესებულვარ.
მოჭრილი ხელფასი 2000 დოლარი მქონდა და კიდევ მაძლევდა დამატებით. .
2025 წელს გადავწყვიტე სამსახური დამეტოვებინა, ასაკი აღარ მიწყობდა ხელს. საბერძნეთში წავედი, ობიექტზე უნდა დამეწყო მუშაობა, ალბათ, მეკითხებით, თუ ამხელა ხელფასი გქონდა, მუშად რატომ მიდიხარო. ხელფასი მქონდა მაღალი, მაგრამ აღარ მინდოდა იმ პოზიციაზე - პირად დაცვაში მუშაობა. საბერძნეთში უნდა დამეწყო მუშაობა, მაგრამ პირობები არ მომეწონა და წამოვედი... საბერძნეთში წასვლა ისე გამოჰყავთ, თითქოს უცხო პლანეტაზე წავედი. ვაზისუბანში, ქირით ვცხოვრობდი, ერთმა ადამიანმა, მე გაროს ვეძახდი, მითხრა, რომ საბერძნეთში სამუშაო იყო და წავედი, მაგრამ იქ პირობები არ დამხვდა",- განაცხადა უძილაურმა.
ცნობისთვის, გიორგი კაჭკაჭაშვილს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენას ედავებიან, მამუკა ბაღდავაძეს კი ცრუ ჩვენების მიცემასა და დანაშაულის დაფარვას.
- ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.