ვაკეში მომხმარებლის 80%-ს შაქარი (ფასი) არ აინტერესებს - "უნივერსამის" დამფუძნებელი

11.03.26 17:31
ვაკეში მომხმარებლის 80%-ს შაქარი (ფასი) არ აინტერესებს - "უნივერსამის" დამფუძნებელი

 

 

ვაკეში მომხმარებლის 80%-ს შაქარი არ აინტერესებს - ამის შესახებ ფასების კომისიის სხდომაზე  შპს "უნივერსამის" დამფუძნებელმა, იოსებ ღუდუშაურმაც ისაუბრა.

მისი თქმით, შაქარზე, რომელსაც ყველაზე მაღალი გაყიდვა აქვს, თემქაზე ყველა 5-თეთრიანი განსხვავება სენსიტიურად მოქმედებს, ხოლო ვაკეში მომხმარებლის მხოლოდ 20% ინტერესდება შაქრის ფასით.

ღუდუშაურის განმარტებით, ვაკეში პირველად საქონელზე სხვადასხვა უბანში სხვადასხვა მოთხოვნაა.

"ჩვენს შემთხვევაში, ფასები უბნების მიხედვით განსხვავდება. იმიტომ, რომ, მაგალითად, ვაკის შემთხვევაში, დღეს რომ ფართი ვიქირაოთ, საიჯარო ქირა 6%-ს სცდება - ხოლო გლდანი-ნაძალადევისა და გარეუბნების შემთხვევაში ფასთაშორის სხვაობა 2.5%-დან 3%-მდეა. მე მოგება სულ 3% მაქვს და გამოდის, რომ თემქის ფასი ვაკეში რომ დავადო, მინუსში ვარ. რა თქმა უნდა, ფასებზე ქირაც მოქმედებს.

პირველადი მოხმარების საქონელი სხვადასხვა უბანში არის სხვადასხვა. თუ ერთ უბანში აქციაში 5-ლარიანი ზეთი იყიდება, მეორე უბანში იყიდება "ავედოვი" 8 ლარად აქციაში. მაგალითად, თემქის და ვაკის შედარება ავიღოთ, მე ობიექტი ორივეგან მაქვს. თემქაზე შაქარზე ყველა 5-თეთრიანი განსხვავება სენსიტიურად მოქმედებს, ვაკეში კი არა - ანუ, ვაკეში მომხმარებლის 80%-ს შაქარი არ აინტერესებს. ის 20% უყურებს შაქრის ფასს. შაქარზე იმიტომ ვაპელირებ, რომ ყველაზე მაღალი გაყიდვა აქვს. პირველად საქონელზე სხვადასხვა უბანში სხვადასხვა მოთხოვნაა" - უპასუხა ღუდუშაურმა.

ამაზე კომენტარი გააკეთა კომისიის კიდევ ერთმა წევრმა, ივანიშვილის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა.

წილოსანი: უბრალოდ, სხვადასხვა ქცევის მოდელები აქვთ მომხმარებლებს უბნების მიხედვით და ამას თქვენ ითვალისწინებთ გაყიდვების ფორმირების დროს? 
ღუდუშაური: "რა თქმა უნდა, იქ შაქრის ფასზე არ ვაპელირებთ - იქ უკვე სხვა რაღაცის ფასზე ვაკეთებთ აქცენტს, რაც იმ მომხმარებლისთვის არის მნიშვნელოვანი, რაზეც ის შემოდის"