არა და არასდროს არ იქნება აღიარება - მარიზი კობახიძე

11.03.26 17:35
არა და არასდროს არ იქნება აღიარება - მარიზი კობახიძე

სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედა აცხადებს, რომ დაკავებულები არ აპირებენ არჩადენილი დანაშაულის აღიარებას, მიუხედავად იმისა, რომ მშობლების თქმით, ვადამდე გათავისუფლების კომისია პატიმრებისგან წერილობით აღიარებას ითხოვს. 

მისი თქმით, ახალგაზრდები „სამშობლოს სიყვარულისთვის დაპატიმრებული“ ადამიანები არიან და მათთვის ასეთი მოთხოვნა მიუღებელია.

არა და არასდროს არ იქნება აღიარება, იმიტომ, რომ მათ არაფერი დაუშავებიათ, ისინი არიან სამშობლოს სიყვარულისთვის და სამშობლოსთვის მებრძოლი ახალგაზრდები. თავიანთი თავი ჯერ თვითონ აღიარონ მათ, თვითონ არიან არალეგიტიმურები და ახლა, ჩვენ ვის უნდა ვთხოვოთ შეწყაება, არალეგიტიმურს? თან რომელ პრეზიდენტს? რომელმაც ფიგურული სრიალი არ იცის რა არის და ფიგურული ცურაობაო ამბობს. აი, რანაირად უნდა ვთხოვოთ მათ შეწყალება? რა უნდა თქვას კიკნაძემ? ჯიბიდან ამოვიღე სალფეთქი, ვისროლე და დავაშავეო?, - ამბობს მარიზი კობახიძე. 

მშობლები აცხადებენ, რომ ვადამდე გათავისუფლების კომისიის პირობები ე.წ. „სინდისის პატიმრების“ შემთხვევაში შეიცვალა. მათი თქმით, თუ ადრე კომისია მსჯავრდებულთა გათავისუფლების საკითხის განხილვას სასჯელის ნახევრის მოხდის შემდეგ იწყებდა, ახლა ეს პრაქტიკა აღარ მოქმედებს.

მათივე თქმით, კომისიის წევრები პატიმრებისგან არჩადენილი დანაშაულის აღიარებას წერილობით მოითხოვენ მოითხოვენ.