გელა უძილაური: უვადო პატიმრობა მომისაჯეს - ეს თანამედროვე სიკვდილით დასჯაა

11.03.26 17:56
გელა უძილაური: უვადო პატიმრობა მომისაჯეს - ეს თანამედროვე სიკვდილით  დასჯაა

"უვადო ვადო პატიმრობა მომისაჯეს - ეს თანამედროვე სიკვდილით  დასჯაა" - ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც "კანონიერი ქურდის" ძმის ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე მოწმის სახით იკითხება.  ამ საქმეზე ბრალდებულები მამუკა ბაღდავაძე და გიორგი კაჭკაჭაშვილი არიან. 

უძილაური დღეს პროკურორ ლევან ვეფხვაძისგან ითხოვდა განმარტებებს, რატომ უწოდებენ მას დაქირავებულ ქილერს და რატომ გაუშვეს ციხეში. სხდომაზე იყო შელაპარაკებაც. 

ვადო პატიმრობა მომისაჯეს იმისთვის, თითქოს, 15 თებერვალს მე და გიორგი ჯოხაძე "თბილისი თაუერსში" ერთმანეთს შევხვდით და შემდეგ, 18 თებერვალს ახატანში შევხვდით.

ვითომ მტკიცებულებით უვადო პატიმრობა მაქვს მისჯილი, ორი ისტანციის სასამართლოს ვუთხარი, დეტალურები გადაემოწმებინა. დეტალურები შეცდომითაა დატანილი. უვადო პატიმრობა მომეცით, თანამედროვე სიკვდილით დასჯაა.

გადაამოწმეთ დეტალები. ჩემი და გიორგი ჯოხაძის ტელეფონები 15 და 18 თებერვალს გადაკვეთილი არაა და რომც ყოფილიყო, არაფერს ნიშნავს", - განაცხადა უძილაურმა.

უძილაურმა პროცესზე ასევე თხოვნით მიმართა მოსამართლესაც: 

ბატონო მოსამართლე, თხოვნით მიგმართავთ, თქვენ მაინც გადაამოწმეთ სატელეფონოები დეტალურად, ერთი მოსამართლე მაინც დარწმუნდეს, რომ დაქირავებული ქილერი არ ვარ, უვადოზე მეტად დიდი უბედურება სახელია, რაც მომაკერეს.... ჩემი სისხლის სამართლის საქმეზე ამდენი მტკიცებულებაა და არც ერთი არაა მართალი. უვადო პატიმრობა მაქვს მისჯილი, მოვედი აქ და აქაც არ მალაპარაკებთ",- განაცხადა უძილაურმა.

"ამდენი ჯობდა თავის დროზე ელაპარაკა" - უთხრა მას პროკურორმა.

"იცით რატომ არ ვილაპარაკე? არ მეგონა ჩემს საქმეზე ამდენ ტყუილს თუ ჩაწერდი",- განაცხადა უძილაურმა.

მისი თქმით, მოლოდინი ჰქონდა, რომ მკვლელობისთვის 15 წელს მიუსჯიდნენ და მისთვის წარმოუდგენელი იყო უვადო პატიმრობის შესახებ სასჯელი.

„მე რას წარმოვიდგენდი რომ უვადოს მომცემდნენ და ჩემს საქმეში ამდენ ტყუილს ჩაწერდნენ. მეგონა მკვლელობაზე 15 წელს მომცემდნენ, ამიტომ მინდოდა ერთი დღე ღია ცის ქვეშ გამეტარებინა და მეორე დღეს ჩავბარებოდი”, - განაცხადა უძილაურმა.

უძილაური ამტკიცებს, რომ მას იარაღი მეგობარმა დიდი ხნის წინ აჩუქა. პროკურორის კითხვაზე, თუ სად არის იარაღი, უძილაურმა უპასუხა, რომ არ იცის.

არანაირი განზრახვა არ მქონია მკვლელობის, იმ წუთში დავასწარი, მიცნო და იარაღის ამოღება სცადა, წაქცეული იყო და არ ვესროლე, მის უკან მივდიოდი და არ მისვრია, შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა რომ მდომებოდა, მიბჯენით ერთხელ სროლით მოვკლავდი, გამაფრთხილებელი გასროლა განვახორციელე ორჯერ, არ ამოიღო იარაღი-მეთქი", - განაცხადა უძილაურმა.

ცნობისთვის, გიორგი კაჭკაჭაშვილს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენას ედავებიან, მამუკა ბაღდავაძეს კი ცრუ ჩვენების მიცემასა და დანაშაულის დაფარვას.

  • ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

 ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

 

მსგავსი სიახლეები