ადმინისტრაციული პატიმრობის რეკორდი - სპეციალისტები სტატისტიკის რეკორდულად ზრდაზე საუბრობენ

11.03.26 21:18
ადმინისტრაციული პატიმრობის რეკორდი - სპეციალისტები სტატისტიკის რეკორდულად ზრდაზე საუბრობენ

საქართველოში ადმინისტრაციული პატიმრობების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. რეპრესიულად შეფასებული კანონების მიღების შემდეგ, პატიმართა რაოდენობა მხოლოდ 1 წელში 27%-ით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით გასულ წელს, ადმინისტრაციული წესით ციხეში 2270 პირი გაუშვეს. 2013 წლიდან დღემდე, ასეთი მაჩვენებელი, ქვეყანაში ჯერ არ დაფიქსირებულა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, ადმინისტრაციული პატიმრობების რაოდენობა განსაკუთრებით ბოლო ოთხ წელში გაიზარდა. ეს არის პერიოდი, როცა ხალხი რუსული კანონის, გაყალბებული არჩევნების და შეჩერებული ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გამოვიდა ქუჩაში. 2025 წლამდე, ყველაზე მაღალი ნიშნული 2023 წელს დაფიქსირდა - როცა ხალხს ხელბორკილები თეთრი ფურცლების გამოც კი დაადეს.

სტატისტიკა ამბობს, რომ გასულ წელს, მოსამართლეების გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული წესით დაკავებულები ყველაზე ხშირად ათ დღიან პატიმრობაში გაუშვეს, თუმცა - ორ შემთხვევაში გამოყენებული იქნა მაქსიმალური სასჯელი 60 დღე. უწყვეტი პროტესტით შეწუხებულმა ქართულმა ოცნებამ ბოლო თვეებში სამოწალაქო აქტივისტების იზოლატორში გამოკეტვა ტროტუარზე დგომის გამო დაიწყო.

რეპრესიებს, რის გამოც ქვეყანაში ადმინისტრაციული პატიმრობის უპრეცედენტო მაჩვენებელი დაფიქსირდა, ოცნებაში ვერ ხედავენ. არჩილ გორდულაძე, პრობლემას იმ ხალხში ეძებს, ვისაც მისივე ინიცირებული რეპრესიული კანონების გამო აკავებს - შემდეგ კი მოსამართლის ხელით პატიმრობაში უშვებენ. იურისტები კი ამბობენ, რომ "ოცნებამ" სასამართლო სადამსჯელო იარაღად აქცია. 

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.