ვისაც სახელმწიფო გადატრიალებას ედავებიან, ხელში მხოლოდ ეროვნული დროშები ჰქონდათ - რა თქვა მოწმემ სასამართლოში
ხალხს, ვისაც სახელმწიფო გადატრიალებას და ქართული ოცნების დამხობის მცდელობას ედავებინ, ხელში მხოლოდ ეროვნული დროშები ჰქონდათ - საპრეზიდენტო სასახლის დაცვის თანამშრომელმა დღეს სასამართლოში თქვა, რომ აქციის მონაწილეების ხელში კანონსაწინააღმდეგო არაფერი უნახავს. თუ პროკურატურის ვერსიას გავყვებით, დაკავებულებს ძალადობრივი ოპერაცია ჰქონდათ დაგეგმიალი - ამ ჩვენების შემდეგ ადვოკატებს უჩნდებათ კითხვა, ხელცარიელ მომიტინგეებს როგორ უნდა ჩაეგდოთ ხელში სასახლე?
მოწმე თათრაშვილმა დღეს თქვა რომ ვერც ერთ ბრალდებულს ვერ ამოიცნობს. ხელი ვერავის დაადო და სასახლის მცველმა პროცესი ასე დატოვა. ბრალდებულები ვერ ამოიცნო ვერც მოწმე პოლიციელმა ნიკა სახელაშვილმას. მას დაზარალებულის სტატუსი აქვს. პოლიციელი ამბობს, რომ არ ახსოვს ვინ ესროლა ქვა და არც ის იცის, მრავალტოომიიან საქმეში დევს თუ არა მისი სამედიცინო დოოკუმენტაცია. ამ მოვლენების ფონზე კი პროკურატურმა თქვა რომ, თუ დაზარალებულები ბრალდებულებს ვერ ამოიცნობენ, ამაში პრობლემა არაფერია.
დეტალები ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.