ვადაზე ადრე გათავისუფლების შეცვლილი წესები სინდისის პატიმრებისთვის

11.03.26 20:18
ვადაზე ადრე გათავისუფლების შეცვლილი წესები სინდისის პატიმრებისთვის

"ტვ პირველისთვის" ცნობილი ხდება, რომ სინდისის პატიმრებს, ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების, ე.წ უდოს კომისიისთვის მიმართვის დოკუმენტები შეავსებინებს, თუმცა ტექსტი სტანდარტულისგან განსხვავებულია. სინდისის პატიმრებისგან დანაშუალის აღირებას და მონანიებას ითხოვენ. არადა ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია, სასჯელის ნახევრის მოხდის შემდეგ იწყებს მსჯელობას. დაკავებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სინდისის პატიმრებს საქმის განხილვის სანაცვლოდ წერილობით არ ჩადენილი დანაშუალის აღირებას სთხოვენ. 

გაათავისუფლეთ პატიმრები, ვისაც სასჯელის ნახევარი მოხდილი აქვს - ეს არის მთავარი მოთხოვნა, რაც თბილისში ვიზიტის დროს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ჰქონდა. ვიცე პრეზიდენტმა კობაიხეძეს და პაპუაშვილს პირდაპირ უთხრა, რომ მძიმე პოლიტიკურ ვითარებას სხვა ვერაფერი განმუხტავს.  

ეუთოს კრიტერიუმებით გაწერილ პატიმრთა სიაში ხვდება 2024 წლის აქტიების დროს დაკავებულების ნაწილი და მზია ამაღლობელი. მიხეილ ყაველაშვილს შეუძლია გათავისუფლების აქტი რამდენიმე საათში გამოსცეს. დღეს "ოცნებაში" ამბობდნენ, რომ პატიმრებმა უნდა მოინანიონ. 

არ ჩადენილი დანაშაულის აღარება არ იქნება - ასე პასუხობს ივანიშილის გუნდს გლდანის მე-8 დაწესებულებიდან ნიკოლოზ ჯავახიშვილი.

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.