ერაყში, იტალიის სამხედრო ბაზაზე, სარაკეტო დარტყმა განხორციელდა - იტალიის თავდაცვის სამინისტრო
ერაყში, იტალიის სამხედრო ბაზაზე, სარაკეტო დარტყმა განხორციელდა - იტალიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რაკეტა ერბილში მათ ბაზას მოხვდა.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ დარტყმის მომენტში იტალიელი სამხედროები თავშესაფარში იმყოფებოდნენ და მათ საფრთხე არ ემუქრებოდათ.