დარეჯან ცხვიტარია ფიქრობს, რომ პარლამენტთან კარავი გამიზნულად დაწვეს
პარლამენტის წინ მოშიმშილე დარეჯან სხვიტარია ფიქრობს, რომ ღამით კარავს ცეცხლი მიზანმიმართულად გაუჩინეს.
"ამით ვერ შემაშინებთ" - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი.
ცხვიტარია ასევე საუბრობს პოლციიელების მხრიდან ქურდობაზეც.
არც ტანსაცმელი მაქვს, არც საბუთები გამაჩნია, იქ ცოტა თანხაც მქონდა, რაც მომპარეს, ყველაფერი დამიბრუნონ - ამბობს ცხვიტრაია.
კარავი იწვოდა გუშინ. პირდაპირ გამიზნულად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. დილით ხელბორკილი არ დაუდიათ, თორემ ძალით გამიყვანეს კარვიდან და წამიყვანეს პოლიციაში. ტელეფონი წამართვეს, რომ დამიბრუნეს ყველაფერი წაშლილი დამხვდა. რომ მოვედი კარვები არ დამხვდა. მე დავრეკე 112-ში და განვაცხადე, რომ მოვიდნენ ძველი თბილისის განყოფილების პოლციელები, გამქურდეს. არც ტანსაცმელი მაქვს, არც საბუთები გამაჩნია, იქ ცოტა თანხაც მქონდა ჩემი შვილის მიერ მოცემული, რაც მომპარეს, ყველაფერი დამიბრუნონ. მათ თუ ჰგონიათ, რომ ამით შემაშინებენ, რომ მე აქ არ გავჩერდე, ნურას უკაცრავად. მე აქედან წასვლას არ ვაპირებ, თუ მოვკდები, გამასვენონ აქედან", - ამბობს ცხვიტარია "პირველებთან".