აკადემიური საზოგადოების პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან - პროფესორები კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ
მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ წუთებში პროტესტია. ირაკლი კობახიძის სამსახურთან პროფესორ-მასწავლებლები და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები იკრიბებიან.
მათი მოთხოვნაა გაუქმდეს განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმა, რომელსაც ისინი რეფორმად არ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ახალი კანონპროექტი სახელმწიფო უნივერსიტეტებს დააზარალებს.
პროტესტის მონაწილეები, მათ შორის მრავალწლიანი სტაჟის მქონე ლექტორები, აცხადებენ, რომ სურთ "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს პირადად აუხსნან, რატომ თვლიან, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ცვლილებები სახელმწიფო უნივერსიტეტების სისტემას აზიანებს.
ისინი გეგმავენ, კაცელარიაში განცხადებაც შეიტანონ, რომლითაც ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
ეს არ არის პირველი მცდელობა ილიას უნივერსიტეტის პრფესურის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე. ამას წინ უძღოდა მოთხოვნა, რომელსაც ხელს აწერდა უნივერსიტეტის საბჭოები, ორი უმთავრესი საბჭო, აკადემიური, წარმომადგენლობითი საბჭო და ფაკულტეტების საბჭოები და სთხოვდნენ ბატონ პრემიერ-მინისტრს შეხვედრას. მას შედეგი არ მოჰყოლია. ამჯერად ჩვენ აქ მოვედით ილიას უნივერსიტეტის მთელი პროფესურის სახელით, შეგროვდა ხელმოწერები და პროფესორები ვითხოვთ შეხვედრას, ვთხოვთ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რათა მოგვისმინოს. შევეცდებით, არგუმენტირებულად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პრეტენზიები არსებულ რეფორმასთან მიმართებაში და იმედია, ამჯერად უპასუხოდ არ დავრჩებით, - ამბობს რეზო მარსაგიშვილი.