ერაყში საწვავის შემავსებელი აშშ-ის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა - ვინ აიღო მომხდარზე პასუხისმგებლობა?

13.03.26 10:10
ერაყში საწვავის შემავსებელი აშშ-ის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა - ვინ აიღო მომხდარზე პასუხისმგებლობა?

დასავლეთ ერაყში ამერიკული KC-135 ტიპის საწვავის შემავსებელი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - Reuters-ის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, „ერაყის ისლამურმა წინააღმდეგობამ“ აიღო. 

დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ KC-135 ტიპის თვითმფრინავი „ქვეყნის სუვერენიტეტისა და საჰაერო სივრცის დასაცავად“ ჩამოაგდეს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ინციდენტში ორი თვითმფრინავი მონაწილეობდა და მეორე უსაფრთხოდ დაეშვა.

ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე და არის თუ არა ვინმე დაღუპული ან დაშავებული. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.