ცნობილია ბიძინა ივანიშვილზე მდიდარი ქართველის ვინაობა - Forbes-ის უახლესი მონაცემები
ცნობილია ბიძინა ივანიშვილზე მდიდარი ქართველის ვინაობა - Forbes-ის უახლესი მონაცემებით, "ოცნების" დამფუძნებელზე სამჯერ მეტი ქონების პატრონი, ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძეა. მისი ქონება ექვს მილიარდ დოლარად არის შეფასებული და მსოფლიო რეიტინში 694-ე ადგილს იკავებს. ივანიშვილის ქონება კი 2.7 მილიარდად არის შეფასებული.
როგორც Forbes-ი წერს, ყაზახური ფინტექ-გიგანტის, Kaspi-ის აქციონერი და მმართველმა დირექტორი ფულს ძირითადად ფინანსური ტექნოლოგიების დახმარებით აგროვებს. მას განათლება მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტშიც - საქმიანობდა რუსეთშიც. ის ახლა კი ყაზახეთში, ქალაქ ასლამათში ცხოვრობს.