ხმაური ქუთაისში - მშობიარობის შემდგომი გართულებებით 20 წლის გოგო გარდაიცვალა

13.03.26 11:26
ხმაური ქუთაისში - მშობიარობის შემდგომი გართულებებით 20 წლის გოგო გარდაიცვალა

ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში მშობიარობის შემდეგ 20 წლის გოგო გარდაიცვალა - ოჯახი მომხდარში მედიკოსებს ადანაშუალებს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა რამდენიმე დღის წინ სენაკში, ერთ-ერთ სამშობიარო სახლში იმშობიარა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა გართულდა და ქუთაისში გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ახლობლები, ქალის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვენ - ცოტა ხნის წინ ხმაური იყო ქუთაისში ექსპერტიზის ბიუროსთან.